გურამ გირგვლიანი: ვაზაგაშვილის საქმეში ახალმა გარემოებებმა დამნაშავეებს მოსვენება დააკარგვინა

დიდი ალბათობით, იური ვაზაგაშვილი განზრახ ააფეთქეს – ასე ეხმაურება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს. გირგვლიანის თქმით, ბოლო პერიოდში ზურა ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი დეტალები ამოტივტივდა. გურამ გირგვლიანი არ გამორიცხავს, რომ „დამნაშავეებს“ სწორედ ასეთმა დეტალებმა დაუკარგეს მოსვენება.
“არ გამიკვირდება, რომ ტერიტორია განზრახ დანაღმეს, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. რამდენიმე დღის წინ ადვოკატებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა გაავრცელეს ფოტოები, საიდანაც დგინდება, რომ ზურა ახლოდან ნასროლი ტყვიით არის მოკლული. არ გამორიცხავ, რომ ამ ყველაფერმა დამნაშავეებს მოსვენება დააკარგვინა და ამ ნაბიჯზე წავიდნენ. იური სიმართლის დასადგენად დაუღალავად იბრძოდა და ახლა, როცა საქმე, ასე თუ ისე, დაიძრა, რატომ უნდა მოეკლა თავი?!“- განუცხადა “კვირას“ გურამ გირგვლიანმა.
გურამ გირგვლიანი არსებულ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი, ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები