ია მეტრეველი: გამორიცხულია, იურის თავი მოეკლა

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ იური ვაზაგაშვილს თავი არ მოუკლავს. ამის შესახებ მეტრეველმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა.
„იურისთან ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, მაგრამ თავს რომ არ მოიკლავდა, ამაში დარწმუნებული ვარ, აქ სხვა ამბავია და გამოჩნდება, რაც მოხდა“, – განუცხადა “კვირას“ ია მეტრეველმა.
“კვირა“ ვაზაგაშვილის ადვოკატ გაგი მოსიაშვილსაც დაუკავშირდა. ადვოკატი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მომხდარის თაობაზე მხოლოდ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იცის.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები