თბილისში ხვალ ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

თბილისში ხვალ ჩახუტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში გამვლელებს ოლიმპიური ფესტივალის თილისმა – ხოხობი პიკო ჩაეხუტება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ღონისძიება დილის 8:30 საათზე სასტუმრო “რადისონის” მიდებარე ტერიტორიიდან (“თბილისი 2015”-ის უკუათვლის საათთან) აიღებს სტარტს და თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაგრძელდება.
“გვინდა, რომ პიკო უკეთ გავაცნოთ საზოგადოებას უჩვეულო, მაგრამ სახალისო გზით, რომელსაც ჩახუტების აქცია ეწოდება. მასთან ერთად, ოლიმპიადაში მონაწილე 9 ფედერაციის სპორტსენები, მოხალისეები და სკ-ს წევრები იქნებიან”, – აცხადებენ კომიტეტში.
ჩახუტების დღეს მთელ მსოფლიოში 21 იანვარს აღნიშნავენ. პირველად კი ეს დღესასწაული 1986 წელს აშშ-ში ჩატარდა. ფსიქოლოგთა აზრით, ჩახუტება სტრესს ხსნის, სისხლის წნევის რეგულაციასა და გულისცემის რიტმის აღდგენას ხელს უწყობს.
“ჩახუტების დღეს” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მეორე წელია აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები