დავით სუჯაშვილი: მამა ილია კარტოზიამ სამოქალაქო გმირობის მაგალითი უჩვენა ყველას

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბორან „Norman atlantic“-ზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას პანაშვიდს დაესწრო.
“მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ილია კარტოზიამ სამოქალაქო გმირობის მაგალითი უჩვენა ყველას. საბერძნეთის, იტალიის პრესა ბევრს წერდა ერთ ქართველ მამაოზე რომელმაც თავის სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე. ეს დიდი ტრაგედიიაა რომელიც ამავდროულად სიამაყით გვავსებს.მისი ხსოვნა მუდამ ძვირფასი იქნება თვითოეული ჩვენგანისათვის”, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები