გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად C ჰეპატიტის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლე მაკა ჩიჩუასთან ერთად C ჰეპატიტის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა. “ვუერთდებით დავით სერგეენკოს კამპანიას – “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი!“, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მისწერონ სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.
2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება, რაც, პირველ რიგში, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები