მარკეტებში შესაძლოა, მაცივრების გამორთვა აიკრძალოს

საქართველოში საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი მკაცრდება. 2015 წელს კონტროლის გამკაცრება რძის პროდუქტებს, თაფლსა და ქათამს შეეხება. დანარჩენ პროდუქტზე კი სხვადასხვა ტიპის რეგულაცია ეტაპობრივად ამოქმედდება.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განცხადებით, პირველ რიგში, კატეგორიულად დაუშვებელია გარე ვაჭრობა.
,,თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ყოველწლიური კვლევის შედეგებს, სტატისტიკას, კარგად ჩანს, ყოველწლიურად როგორ იზრდება კვების მიზეზით მოშხამვის ფაქტები. ამ მონაცემების გათვალისწინებით, საკვებ პროდუქტებზე კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. პირველ რიგში, კატეგორიულად დაუშვებელია გარე ვაჭრობა, რადგან არ არსებობს არანაირი სტრუქტურა, რომელიც უვნებლობის თვალსაზრისით ზედამხედველობას ახორციელებს“,- აღნიშნავს კოიძე გაზეთი ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.
ფედერაციის თავმჯდომარე ასევე, აღნიშნავს, რომ მაღაზიებში მაცივრების გამორთვა უნდა აიკრძალოს და ამისთვის სამთავრობო დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.
,,მაცივრების გამორთვით ზიანდება და საფრთხე ექმნება არა მარტო მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე, სერიოზულ ზიანი ადგება კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორის იმიჯს, ვინაიდან, როცა მომხმარებელი პროდუქტს ყიდულობს და ის ტემპერატურის ცვალებადობის გამო გაფუჭებულია, არ აინტერესებს კლიენტს, ეს მაცივრის გამორთვის გამოა თუ სარეალიზაციო ქსელში უბრალოდ, უხარისხო პროდუქციაა ჩაშვებული. ამიტომაც მაცივრების გამორთვა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს და ამისთვის სამთავრობო დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს. არსებობს შესაბამისი ხელსაწყოები, რომლის დამონტაჟებაც სამაცივრე დანადგარში ხდება და ის გააკონტროლებს ტემპერატურულ ცვალებადობას“, – აცხადებს მადონა კოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები