მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველზე დამატებით დეტალებს ახმაურებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
როგორც ექსპრეზიდენტის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, თამაზ სუხიაშვილმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მიატოვა თავისი მაღალ ანაზღაურებადი სამსახური და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ დაჭრილი კიდევ სამი ქართველის შესახებაც წერს და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშავს, რომ დაჭრილი ქართველები მალე გამოჯანმრთელდებიან.
“უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. მან, სხვა ქართველებმა და მათ მოხალისეთა ასეულმა, უკუაქცია რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი. ჩვენმა მებრძოლებმა, ძალიან მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯეს აგრესორს, მონასტრის ტერიტორია, საიდანაც ის ესროდა აეროპორტს, რითიც უკრაინის არმიას დაუბრუნდა და შეუნარჩუნდა კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხად არის ქცეული.
ამ გმირობის ჩადენის დროს, დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. ველაპარაკე სანდრო კვიტაშვილს და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. თამაზი 2004-ში იბრძოდა ცხინვალში, იყო ერაყსა და ავღანეთში და 2008 წელს თავი გამოიჩინა რუსეთთან ომში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მიატოვა თავისი მაღალანაზღაურებადი სამსახური, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა განაყოფის ლეიტენანტი გახლდათ და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სანამ გუშინ ბოლო გამარჯვება არ მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. არ ვიცოდი, თუ ის იქ იბრდძოდა, მაგრამ მინდა ქედი მოვიხარო ნამდვილი ქართველი გმირის ხსოვნის წინაშე. მან თავი შესწირა ჩვენს საერთო ბრძოლას, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება. დიდება გმირებს, დიდება მათ მშობ და გამზრდელ საქართველოს, დიდება უკრაინას!“-წერს მიხეილ სააკაშვილი.
თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. შეტაკება 93-ე ბრიგადის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებით გუშინ მოხდა, რა დროსაც კიდევ სამი ქართველი დაიჭრა. თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები