ბათუმში ზღვის კურთხევის აიაზმა შესრულდა (ფოტოკოლაჟი)

დღეს ბათუმში ზღვის კურთხევის აიაზმა შესრულდა, რომელსაც მრევლის განბანვის ტრადიციული ცერემონია მოჰყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მოსახლეობა ყოველ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სანაპიროზე იკრიბება და მოძღვრებთან ერთად განბანვაში მონაწილეობს.
სანაპიროზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მეუფე დიმიტრისთან და ავთანდილ ბერიძესთან ერთად მივიდა.
სასულიერო პირებმა ნათლისღების ლოცვა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინეს, რის შემდეგაც ზღვის კურთხევა შესრულდა და მორწმუნეები წყალში შევიდნენ.
“აღმატებულ განწყობაზე ვარ. უკვე მესამედ შევძელი ნათლისღებას ღამით ზღვაში შესვლა და ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. ყველას ვულოცავ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა ნაკურთხი წყლის მადლი და ნათლისღებით ბოძებული სულისა და ხორცის კურთხევა არ მოგაკლოთ! “- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ.

10422492_925465200820190_7608036715749383666_n

10422492_925465204153523_6274617481395094843_n

10422492_925465207486856_6349897053760223659_n

10422492_925465210820189_2315138468222271444_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები