გიორგი მარგველაშვილი სომხეთში 27 თებერვალს გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 27-28 თებერვალს შედგება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ერევანში სომეხ კოლეგას – სერჟ სარგსიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ტიგრან საქისიანის სამუშაო სადილი გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება. ვიზიტის მეორე დღეს კი, უმაღლეს პატრიარქთან, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსთან გარეგინ მეორესთან ვიზიტი იგეგმება.