დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, სპენსერ ოლივერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და საქართველოს დელეგაციის როლს ეუთოში.
მხარეებმა 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის საქართველოში ჩატარების შესახებ ისაუბრეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველო მოხარულია იმით, რომ ქვეყანას ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა.
ასევე რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს, კერძოდ, რუსეთის მოქმედებები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში.
დავით უსუფაშვილმა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გენერალური მდივნისგან პრაქტიკული რჩევები მიიღო დელეგაციის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები