„არ-ემ-ჯი გოლდს“ საქართველოდან უკონტროლოდ გააქვს ოქრო, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ“

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საყდრისის ნგრევის პროცესის შეჩერებისა და საკითხის შესწავლის მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც კომისიის წევრმა ანა მიქაუტაძემ განაცხადა, კომიტეტის წევრები პარლამენტში დეპუტატებს შეხვდნენ და მათ საყდრისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, რის გამოც, საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, საყდრისის შესახებ სამეცნიერო დოკუმენტაცია და ამომწურავი ინფორმაცია დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე დაეგზავნებათ.
ამავე კომისიის წევრის დავით ეფრემიძის თქმით, მიწოდებული ინფორმაცია დეპუტატებს დაეხმარება, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.
ეფრემიძის განცხადებით, უშუალოდ საყდრისის გარდა, დეპუტატებს ინფორმაციის საზოგადოებრივი კომიტეტის სამუშაოების შესახებ გადაეგზავნებათ. კომიტეტის წევრებმა რეგიონში ეკოლოგიური, ჯანდაცვითი და ეკონომიკური ასპექტები შეისწავლეს.
„ძალიან სერიოზული დარღვევებია. საქართველოდან უკონტროლო ფული გაედინება. სახელმწიფო „არ-ემ-ჯი გოლდის“ საქმიანობას ვერ აკონტროლებს. „არ-ემ-ჯი გოლდს“ უკონტროლოდ გააქვს საქართველოდან ოქრო, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ. ეს დიდ ეჭვებს ბადებს. რატომ არ არის სახელმწიფო დაინტერესებული, შეავსოს ბიუჯეტი? ჩვენ დეპუტატებს გადავუგზავნით ყველა მასალას ამის შესახებ. როდესაც ჩვენ მათ შევხვდით, მივხვდით, რომ ბევრი მათგანი, მართლაც, თავისი ქვეყნის პატრიოტია და საყდრისის ნგრევის პროცესის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს“,- განაცხადა დავით ეფრემიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები