მიშა მესხი: ძალიან გახარებული ვარ!
ფილმ „მანდარინების“ მთავარი როლის შემსრულებელი მიშა მესხი სურათთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მისივე თქმით, აღნიშნული ფილმის ჩატანა არც ერთ ქვეყანაში არაა სასირცხვილო.
„ძალიან გახარებული ვარ. შეიქმნა ძალიან კარგი ჯგუფი და ისეთი მაგარი ფილმი გადაიღო, რომლის ჩატანა არცერთ ქვეყანაში არ შეგრცხვება“, – განაცხადა მიშა მესხმა.
ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქტია, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო, ამიტომ „ოქროს გლობუსზე“ მისი ნომინირების უფლება დაიტოვა. ფილმი ასევე წარდგენილია „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.