“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კაბინეტში დაჯდება და 200-ზე მეტი მოსამართლის უფროსი იქნება“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კაბინეტში დაჯდება და 200-ზე მეტი მოსამართლის უფროსი იქნება, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გადაცემა “პირველ სტუდიაში“ საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახით, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, მართლმსაჯულების დირექტორი არ უნდა იყოს მოძებნილი.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გავლის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვისთან როგორი კონსულტაცია ექნება აღნიშნულ საკითხზე.
“პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს გონიერი ადამიანი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდიმარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება არ წამოუდგენია გართობად, შანტაჟის ინსტრუმენტად, პოლიტიკურ თამაშად. ის თავად სწორად გადაწყვეტს ვისთან კონსულტაციებით შეარჩიოს კანდიდატურა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები