“მოსახლეობასთან და საჯარო სამსახურებში დასაქმებულებთან მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს”  

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსების, მთავრობის წევრების, ან მაღალი თანამდებობის პირების მედიასთან ურთიერთობა უნდა იყოს უფრო ეფექტური, საქმიანი და შედეგის მომტანი. ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოსახლეობის წერილობითი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ვინაიდან კითხვა გაჩნდა, ე.ი. ეს კომუნიკაცია გასაათმაგებელია და აგრეთვე, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსების, მთავრობის წევრების, ან მაღალი თანამდებობის პირების მედიასთან ურთიერთობა უნდა იყოს უფრო ეფექტური, საქმიანი და შედეგის მომტანი. მე ვოცნებობ ისეთ ურთიერთობებზე, როცა ამ ურთიერთობის შედეგი იქნება ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემების ერთად დამუშავება და შედეგის მიღწევა. ამის ჩანასახი უკვე ნამდვილად გვაქვს- პირველი რაც გამახსენდა, ეს არის მძიმე სიმსივნური დაავადებების მიმართ მაქსიმალური ყურადღება და აქტივობა, დიტო ცინცაძის ფონდით დაწყებული, სოლიდარობის ფონდით დამთავრებული, ამის ნათელი მაგალითი გვაქვს. უნდა გამოვიდეთ დემაგოგიის, მარგინალიზაციის ფაზიდან. ქვეყნის განვითარებაში ხომ არ იგულისხმება მარტო ეკონომიკური წინსვლა ან სოციალური აღმავლობა, ეს არის საზოგადოების, მედიის და პოლიტსპექტრის წინსვლაც განვითარების გზაზე და ასე კომპლექსურად თუ მივუდგებით, ცხადია, შედეგებიც ძალიან მალე გვექნება. მთავარია ერთობა და  მუშაობა 24 საათის გნამავლობაში”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები