კახა კალაძე: მესმის, რომ გამწარებულ ხალხში ჯადოსნური ჯოხის ეფექტის იმედი იყო

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის მეშვეობით მოქალაქეების წერილობით შეკითხვებს უპასუხა. კალაძის თქმით, ორი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
“ბევრი რამ უკეთესობისკენ შემოტრიალდა – სოციალური პროექტები დაიწყო. მესმის, რომ გამწარებულ ხალხში ჯადოსნური ჯოხის ეფექტის იმედი  და სწრაფი აღმავლობის მოლოდინი იყო. სამწუხაროდ, რეალობა  ბევრად უფრო რთულია, თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული ამ ორი წლის განმავლობაში – განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუმცა ქვეყანაში იმდენად ბევრი სოციალური პრობლემებია, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან ბევრს მუშაობს მთავრობა რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ სოციალური პრობლემები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას”,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები