საქართველოში ახალი სასტუმრო „ლონდონ პალასი“ გაიხსნა

თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსნადრა ჰოლიმ ახალი სასტუმრო „ლონდონ პალასი“გახსნეს.
თბილისის ვიცე მერმა „ლონდონ პალასის“ მფლობელებსა და მიწვეულ სტუმრებს სასტუმროს გახსნა მიულოცა.
“მინდა მოგილოცოთ ასეთი შესანიშნავი სასტუმროს აშენება. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის და ბრისტოლის მეგობრობისთვის, ჩადებული ენერგიისა და დროისთვის იმ ხალხს, რომელიც თბილისი–ბრისტოლის ასოციაციას უდგას სათავეში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქალაქების მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ასეთი არა მარტო სასტუმროები, არამედ სხვა ბიზნესებიც ბევრი გაიხსნება თბილისში“,– განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
სასტუმროს პროექტი კომპანია “Unique Stay Hotels “-მა განახორციელა. სასტუმრო 30 ნომრიანია. პროექტის მთლიანი ღირებულება 2,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 35 ადამიანი. სასტუმრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. სასტუმროში 14 ადამიანი დასაქმდება.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის დაძმობილებულ ქალაქ ბრისტოლიდან სპეციალურად ჩამოსული ინგლისელი სტუმრები, მათ შორის, ბრისტოლ–თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე დერეკ პიკაპი, რომელსაც გასულ წელს თბილისობის დღესასწაულზე “თბილისზე მზრუნველის” საპატიო წოდება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ „ლონდონ პალასის“ შენობაშია განთავსებულია “თბილისი–ბრისტოლის ასოციაციის” ოფისი.

10882266_1016120985071168_7112315838355118603_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები