„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები იოჰანეს ჰანს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს შეხვდა.
შეხვედრას “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე და ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის და ევროკავშირთან რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულების ინპლემენტაციის საკითხებს. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებმა ევროკომისართან დეტალურად ისაუბრეს, უკრაინაში რუსეთის აგრესიიის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე; ასევე საუბარი შეეხო შიდაპოლიტიკურ თემებს, კოალიციის დაშლას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმის პროცესის მიმდინარეობას, განხილეს საყდრისის პრობლემა.
“რამდენიმე საკითხია, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის – როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულების შედეგად მიღწეული შეთანხმების განხორციელება და ამ კუთხით საქართველომ მინდა გამოიჩინოს თავი, რადგან ამას თან მოჰყვება ვიზის ლიბერალიზაციის შეთანხმება. ასევე, ძალიან მაინტერესებს მართლაც გავიაროთ ის საკითხები, თუ როგორ იქნება ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეღწევა. ბუნებრივია, უსაფრთხოების საკითხები ასევე მნიშვნელოვანი განხილვის თემა იქნება რუსეთის აგრესიის ფონზე. საქართველოს სჭირდება დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები, მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების საკითხებში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს და ყურადღება გაახმახვილეს იმ რეფორმებზე, რომლებიც სახელმწიფოში აუცილებლად უნდა გატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები