კახა კალაძე: არსებული საოკუპაციო რეჟიმის მიუხედავად, ენგურჰესის ფუნქციონირება არ შეფერხებულა

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ენგურჰესის წყალსაცავი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ჰესის შენობა და აგრეგატები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ამის მიუხედავად კი, ენგურჰესის ოპერირებას საქართველოს ეროვნული სადისპეჩერო სამსახური ახორციელებს.
“არსებული საოკუპაციო რეჟიმის მიუხედავად, ენგურჰესის ფუნქციონირება არ შეფერხებულა და ამ მხრივ, პრობლემებს არც შემდგომში ველოდებით. ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიით ხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, ეს წლებია, ასეა და ყველა ხარჯს ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე და მომავალშიც ამას ვაპირებთ. ამ მიმართულებით საკმაოდ ნორმალური თანამშრომლობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება”,-განაცხადა კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოსახლეობის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ენგურჰესის შესაძლო გათიშვის საფრთხეს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები