დავით საგანელიძე: სამთავრობო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავ

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძის ინფორმაციით უახლოეს პერიოდში სამთავრობო ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისივე განცხადებით, მინისტრების შეცვლის საკითხი სამთავრობო გუნდში არ განხილულა.
“სამთავრობო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას და სიტუაციას ვერ ვხედავ. ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის. მთავრობას ჰყავს ხელმძღვანელი – პრემიერ-მინისტრი და თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, ბუნებრივია, პარლამეტი მინისტრების დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, მაგრამ საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები