გიგი გიგიაძემ და იოჰანეს ჰანმა ქალთა კოოპერატივი მოინახულეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა სოფელ წინამძღვრიანთკარში ქალთა სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივი მოინახულეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს სასათბურე მეურნეობა და იქ დამზადებული პროდუქცია დააგემოვნეს.
კოოპერატივი ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) დახმარებით ფუნქციონირებს და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო მიმართულებებს (მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, კენკროვანის პლანტაციები და ალკოჰოლური სასმელების წარმოება) აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები