შს მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელ კესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები