„ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართლებრივ კუთვნილებებთან დაკავშირებული რაიმე ტიპის განცხადებები არალეგიტიმურია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ენგურჰესის სამართლებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართლებრივ კუთვნილებების თვალსაზრისით რაიმე ტიპის განცხადებები არალეგიტიმურია.
„ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია კუთვნილებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება არანაირ სოლიდულ სამართლებრივ საფუძველს“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა, ასლან ბასარიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
“ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველოს დაზარალდება”, – განაცხადა ბესარიამ.
მოგვიანებით კი ენერგეტიკის სამინისტრომ უარყო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები