ემზარ კვიციანი საქართველოში ბრუნდება

  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი საქართველოში ბრუნდება,- ამის შესახებ კვიციანმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში თანადგომა სთხოვა. კვიციანის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველოს მტრები ქვეყანაში პროვოკაციის მოწყობას საქართველოს მოქალაქეების ხელითვე ცდილობენ. „მეგობრებო, დღეს მქონდა სასამართლო და ჩემი საოცნებო დეპორტიც მივიღე! ბილეთი აღებული მაქვს, 27.02 2014 -ში, 16:00 საათზე ვიქნები თბილისში! თქვენი თანადგომა დამჭირდება. ვისაც საშუალება და სურვილი გექნებათ, ძალიან დამავალებთ, თუ მობრძანდებით აეროპორტში! მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ! დანარჩენს ადგილზე მოგიყვებით! ღმერთს დიდება!“- წერს ემზარ კვიციანი.

986763_721139077930939_1902726578_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები