დღევანდელ სასამართლო პროცესს გიგი უგულავა დაესწრება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა განახლდება. პროცესზე, რომელიც 13 საათზეა ჩანიშნული, დაცვის მხარე იმსჯელებს იმ მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების საკითხზე, რომლებიც წინა პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა.
საქმე ორ ეპიზოდს ეხება, რის გამოც გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ეს არის „სი-თი პარკის“ ეპიზოდი, რომელშიც უგულავა, გიორგი ღონიაშვილთან ერთად, გაამტყუნა სასამართლომ და მეორე – არჩევნების დროს მარნეულში მომხდარი ფაქტი.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს გიგი უგულავაც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები