გია გეწაძე ოფიციალურად ილიაუნში სამართლის დეკანია

გია გეწაძე, რომელიც უკრაინაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ამ დრომდე ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანია – ამის შესახებ „კვირას“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უნივერსიტეტს უკრაინის მთავრობაში გია გეწაძის ახალი თანამდებობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

„გია გეწაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ოფიციალური ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის მთავრობაში ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. რაც შეეხება ილიაუნის სამართლის ფაკულტეტს, მას ჰყავს საბჭო, რომელიც ირჩევს როგორც ფაკულტეტის დეკანს, ისე დეკანის მოვალეობის შემსრულებელს“, – აცხადებს ანა კვანჭილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები