საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქის უკრაინაში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს საკონსულოს შეატყობინეს.
“საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე არის გარდაცვლილი. დავუკავშირდით ოჯახს, შევთავაზეთ, სჭირდებოდათ თუ არა დახმარება გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ არ არის საჭირო და ისინი თავად მიხედავენ ამ საქმეს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის დახმარებით გავრცელდა. ქუთაისელი შალვა ბუხაიძე უკრაინაში დონეცკის ოლქის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდაჭერის ინფორმაციით, შალვა ბუხაიძე რუსების მხარეს იბრძოდა.
გარდაცვლილი შალვა ბუხაიძის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოში 6 იანვარს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები