„პარლამენტმა ძალიან ფაქიზად უნდა განსაზღვროს, რა კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება ეს კანონი“

მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი ქმედება უნდა გახდეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ეხმაურება.
ალასანია ფიქრობს, რომ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ქმედებები იმ მოქალაქეებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში იქნებიან ეჭვმიტანილნი.
თავდაცვის ექსმინისტრის თქმით, პარლამენტმა ძალიან ფაქიზად უნდა განსაზღვროს, რა კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება კანონი.
„ერთადერთი ლოგიკა უნდა იყოს ასეთი – ვინც ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი, მათზე უნდა ვრცელდებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ქმედებები, მაგრამ ძალიან ფაქიზად და ფრთხილად არის პარლამენტში განსასაზღვრი, რას და რა კატეგორიის დანაშაულს შეეხება ეს. ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში შალვა შავგულიძე ამ ინიციატივის განხილვაში ძალიან აქტიურად იქნება ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები