„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმ ადამიანებზე სამართლებრივი ქმედების განხორციელების მექანიზმი, რომლებიც უკანონო ფორმირებაში მონაწილეობენ“

შს სამინისტროს ინიციატივას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა დასჯადი უნდა გახდეს, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება. დეპუტატს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმ ადამიანებზე სამართლებრივი ქმედების განხორციელების მექანიზმი, რომლებიც უკანონო ფორმირებებში მონაწილეობენ.
„ფაქტია, რომ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი მექანიზმი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი და უკანონო ფორმირებებში, ან ტერორისტულ ჯგუფებში მიიღეს მონაწილეობა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს. სახელმწიფო უკანონოდ ვერ იმოქმედებს, კანონია საჭირო ნებისმიერი სამართლებრივი ქმედებისთვის“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები