პრემიერმა არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნულ სასაფლაოზე გენერალი ჯეფრი ბუჩანანი მიესალმა. ცერემონიაში 330 ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ საზეიმო ზალპი 19-ჯერ გაისროლეს. ცერემონიალის დროს შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მდებარე მუზეუმიც დაათვალიერა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ცერემონიის ხელმძღვანელმა ჰარი ჰარდმა კი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სერთიფიკატით დააჯილდოვა.
უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შემკობის ცერემონიაში საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრებოდა.