„საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით კავკასიაში უნიკალური საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება“ (ვიდეო)

საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით კავკასიაში უნიკალური საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, პროექტის დეტალებსა და მასშტაბებზე ფონდი “ქართუ” მოგვიანებით ისაუბრებს.
“გარწმუნებთ, ეს იქნება 10-ჯერ და 20-ჯერ უკეთესი, ვიდრე იყო სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული პროექტი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ააშენოს მრავალ ათეულ მილიონიანი უნივერსიტეტი საქართველოში, თავისი კამპუსით, რომელიც იქნება უნიკალური კომპლექსი”,- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ბათუმში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა გაიყიდება.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ბათუმში მდებარე შენობა თავდაპირველად ბანკისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით მისთვის ფუნქციის შეცვლა მოინდომა.
პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ამ თემაზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და მიიჩნევს, რომ აბსურდულ განცხადებებზე კომეტარის გაკეთება არასერიოზულია.

https://www.youtube.com/watch?v=ra9UMOvMnkY

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები