დავით ნარმანიასა და ფონდ „ქართუს“ შორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხზე კომუნიკაცია შედგა

დედაქალაქის მიერ დავით ნარმანიასა და ფონდ „ქართუს“ შორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხზე კომუნიკაცია შედგა.
დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის კონცეფციის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება იმაზე საუბარი, თუ რა ტერიტორია გამოიყოფა მისთვის.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მქონდა ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. მას შემდეგ, რაც პროექტის კონცეფცია იქნება წარმოდგენილი, ვნახავთ, პროექტის მოცულობას და იმას, თუ რამხელა ტერიტორია დასჭირდება მშენებლობას “, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქართუ“ თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები