გუდაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან, ჰიდროლოგებთან და მეტეოროლოგებთან ერთად გუდაურში, სტიქიის ზონაში ზვავსაშიში ტერიტორიები ადგილზე დაათვალიერა. როგორც “კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები – ჰიდროლოგებისა და მეტეოროლოგებისაგან შემდგარი ჯგუფი სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სხვასასხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე სახის შეზღუდვები საავტომობილო გზებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები