“სილქ როუდ ჯგუფი“ აზარიანცის სახლში გაჩენილ ხანძარს განცხადებით ეხმაურება

 

  მელიქ აზარიანცის სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „ სილქ როუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს.
„კვირა“ განცხადების“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
მელიქ აზარიანცის სახლში გასულ ღამეს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. სპეციალური დანიშნულების სამსახურებთან ერთად, ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ დეველოპერული კომპანია „დეველოპმენტ სოლუშნ“-ის წარმომადგენლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი გიორგი მარრი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ულამაზეს შენობაში ხანძარი გაჩნდა, საბედნიეროდ, სწრაფად მოხერხდა მისი ლოკალიზება და უკონტროლო სტიქიაში არ გადაიზარდა, ამიტომ შენობის სერიოზული დაზიანება თავიდან აცილებულია. დღეს მოვიწვიეთ კონსტრუქტორები, რომლებიც შეადგენენ სახურავის აღდგენის სამშენებლო გეგმას, იმისთვის,რომ შენობა გადავარჩინოთ შემდგომ დაზიანებას.

ჩვენი ჯგუფის საკუთრებაში ამ შენობის 90%-მდე ფართია. ამ ფართის უდიდესი ნაწილი გამოვისყიდეთ საბაზრო ფასად კერძო მესაკუთრეებისგან. შემდგომში, 2008 წლის დასაწყისში, ფართების ნაწილი გადმოგვეცა სახელმწიფოსგან.
თუმცა, სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ ფართებს დღესაც იკავებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (2500-მდე კვ.მ.) და პანტომიმის თეატრი (1000-მდე კვ.მ.). როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ფართების ნაწილს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიც იკავებს.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამთავრობო უწყებებს ფართების მიმართებაში შექმნილი მდგომარეობის მოწესრიგების მოთხოვნით, რომ სრული კონტროლი განვახორციელოთ ამ მართლაც გამორჩეულ ისტორიულ შენობაზე და არ დავუშვათ ამდაგვარი ფაქტების განმეორება. ამჟამინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ აღგვითქვა ამ პრობლემის მოგვარება, იმედია, საკითხი მალე გადაწყდება. მხოლოდ ამ საკითხების გადაწყვეტის და მთლიანად შენობაზე კონტროლის დაწესების შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

10898083_889066581115836_8526687806270957043_n

10917295_889066624449165_6939493036844317811_n

1386006_889066517782509_4767817793744421580_n

10428564_889066664449161_2472513487042284367_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები