თბილისში დამწვარი ისტორიული შენობა „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის – კომპანიამ საგანგებო განცხადება დააანონსა

თბილისში, ისტორიულ შენობაზე, მელიქ აზარიანცის სახლზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ დღეს, 17:00 საათვისთვის განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ „კვირას“ კომპანიაში განუცხადეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე აღნიშნული შენობა „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის, კომპანიის სატელეფონო მომსახურების ოპერატორმა ნანა ჩარკვიანმა დაუდასტურა.
როგორც ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, შენობაზე ხანძარი, სავარაუდოდ, ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. მათივე თქმით, შენობის მფლობელმა „სილქ როუდ ჯგუფმა“ მოძველებული სადენების გამოსაცვლელად არაფერი გააკეთა.
შენობაში ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისია განთავსებული. როგორც „კვირას“ ორგანიზაციაში განუცხადეს, შენობის დიდი ნაწილი ნამდვილად ეკუთვნის კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“, თუმცა თავად ფართის ქირას მათ არ უხდიან. მათივე განცხადებით, დაახლოებით ერთი წლის წინ ოფისში რემონტი გააკეთეს, ხარჯები კი, სავარაუდოდ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ აანაზღაურა. „წლებია ვიცით, რომ შენობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ კომპანიას. არ არის გამორიცხული, მთლიანად მათ ეკუთვნოდეს. გამონაკლისია ბინები, ვისმა მფლობელებმაც კომპანიას უარი უთხრეს მიყიდვაზე. ალაბთ ასეთი ბინები არ ეკუთვნის. ერთხელ რემონტი დაგვჭირდა, დაახლოებით ერთი წლის წინ და, თუ არ ვცდები, ხარჯები „სილქ როუდ ჯგუფმა“ აგვინაზღაურა. მუშაობის პროცესში მესმოდა ზეპირი ინფორმაცია ამის შესახებ“, – განაცხადეს ორგანიზაციაში. ისტორიულ შენობაზე ხანძარი გუშიან ღამით გაჩნდა. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, დამწვარია ნაგებობის პირველი სართული, ასევ სახურავი და ლიფტის შახტა მთიანად. სულ შენობის 250-300 კვადრატული მეტრი ფართობია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები