ჯავახიშვილის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები საპროექტო კომპანიისა და ადგილზე სერვისის მიმწოდებელი კომპანიების თანამშრომლებს შეხვდნენ.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამუშაო არეალის მომზადებისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელეს.
განიხილეს სადენების მოპირდაპირე მხარეს გადატანის საკითხი. ასევე, საპროექტო კომპანიასთან ერთად დაიგეგმა ობიექტზე გასვლა, რათა განისაზღვროს კონკრეტულად რა ფართობი დასჭირდება აღდგენით სამუშაოებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანიებისა და მერიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაგრძელდება ყოველდღიური კომუნიკაცია. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, დღეს დაიწყება ადგილზე გრუნტის კატეგორიის კვლევა, რის შედეგადაც ზუსტად გახდება ცნობილი, რა კონცეფციით აღდგება კედელი. „მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, დღეს დაიწყება ბურღვითი სამუშაოები, იმისათვის, რომ გრუნტის კატეგორია გამოვიკვლიოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ტიპის კონცეფციით აღვადგენთ კედელს“,- განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები