პროკურატურა გიორგი ონიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ადვოკატ გიორგი ონიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარე ონიანისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.