თბილისში ხანძრის შედეგად ისტორიული შენობის დიდი ნაწილი განადგურდა

თბილისში, რუსთაველის გამზირის 37 ნომერში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ისტორიული შენობის დიდი ნაწილი განადგურდა. დამწვარია შენობის 300 კვადრატული მეტრი ფართობი. მთლიანად დაიწვა შენობის სახურავი და რამდენიმე სართული. განადგურდა ხელოვნების სკოლაც, რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა.
შემთხვევის დროს შენობაში ერთი ოჯახი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, ხანძარი, სავარაუდოდ, ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. მათივე თქმიათ, შენობის ნაწილი „სილქროუდ გრუპს“ ეკუთვნის და მათ მოძველებული სადენების გამოსაცვლელად არაფერი გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები