ელბაქიძის დაღმართზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა

თბილისის მერია მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გამავალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებში დროებითი ცვლილებები განხორციელდა.
მათივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით მოძრაობას აგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მ/ს “რუსთაველის” და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადასაადგილებლად, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის გავლით.
„მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გამავალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებში დროებითი ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით მოძრაობას აგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მ/ს “რუსთაველის” და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადასაადგილებლად, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის გავლით (ავტობუსი №59, №91; მიკროავტობუსი №35, №126). მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც გალაჯტიონ ტაბიძის ხიდიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობდნენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით, იმოძრავებენ ბროსეს, ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით (მიკროავტობუსი №31, №145). ხოლო ყველა ის მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით თაბუკაშვილისა და ბროსეს ქუჩების გავლით, ამ ეტაპზე მარჯვენა სანაპიროთი გააგრძელებენ მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმართულებით (მიკროავტობუსი №40, №68, №85, №200). №33 ავტობუსის მარშრუტი, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალა,ტიონ ტაბიძის ხიდიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს მარჯვენას სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები