თიანეთის ქუჩაზე ასფალტის დაგება დაიწყო

ნაძალადევის რაიონში, თიანეთის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, საერთო ფართობით 11, 634 კვადრატული მეტრის ქუჩის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 615 000 ლარია.
პროექტის მიხედვით, მოიხსნა დაზიანებული საფუძველი, მოეწყო გრუნტი და საფუძვლის ზედა და ქვედა ფენა. ასევე, გათვალისწინებულია არსებული საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მოყვანა, ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა.
თიანეთის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „გერალი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები