საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოგება შემცირდა – „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირული 120 ათასი ლარი

2014 წლიდან საქართველოში სათამაშო ბიზნესის შემოსავლები შემცირდა. აზარტულ თამაშებში ჩართულ ბიზნესკამპანიების შემოსავლები და მოგება წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, შეწყდება. ოფიციალური სტატისტიკით, აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ I და II კვარტალში 338.1 მილიონი ლარი შეადგინა, 2013 წლის შემოსავალი კი 1213.4 მილიონი ლარი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ სათამაშო ბიზნესი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვან გადამხდელს წარმოადგენდა. 2013 წელს სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლი ჯამში 105.2 მილიონ ლარზე მეტი იყო. აღნიშნული ამავე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს.10913609_1015130375181645_357105224_n
სათამაშო ბიზნესის მრავალ სახეობას შორის ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი და ლატარია. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში 100-მდე კომპანიაა, რომელიც სათამაშო ბიზნესში ოპერირებს, მათგან 32 მსხვილ საწარმოდ მიიჩნევა. მსხვილი საწარმოების კომპანიების რამდენიმე მეპატრონე ან დირექტორი პოლიტიკური პარტიების შემომწირველებს შორის ფიქსირდება;
• შპს GEOBET-ის და შპს „კონტრასტ +“-ის მფლობელმა თეიმურაზ უგულავამ 2012 წლის არჩევნებანდე რამდენიმე თვით ადრე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა;
• შპს „სლოტ გლდანის“, შპს „წითელი და შავის“ და შპს „ევროკაპიტალის“ მფლობელმა ვლადიმერ ბაკურაძემ იმავე პერიოდში ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 50 000 ლარი შესწირა;10928545_1015129701848379_103936025_n
• შპს betwin-ის მფლობელმა ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 000 ლარი შესწირა;
• 2013 წლის მაისში „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტის“ დირექტორიცაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით 94 საწარმო მოქმედებს. ამ ტიპის ბიზნესი ყველაზე ფართოდ გავრცელებული არის თბილისში, რომელსაც მოსდევს ბათუმი და ქუთაისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები