ქეთი დოლიძემ გია როინიშვილი თეატრიდან დაითხოვა

მსახიობ გია როინიშვილს თუმანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ ხელშეკრულება გააუქმა და თეატრიდან დაითხოვა – ამის შესახებ „კვირას“ თავად ყოფილმა დეპუტატმა გია როინიშვილმა განუცხადა.
როგორც როინიშვილმა აღნიშნა, მას ქეთი დოლიძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თეატრის დაცვის თანამშრომელმა ტელეფონით შეატყობინა.
„ქეთი დოლიძემ იმ სპექტაკლებიდან მომხსნა, სადაც მიხეილ თუმანიშვილმა როლი მომანიჭა. ეს იყო „ბაკულას ღორები“. ამ სპექტაკლში წლების განმავლობაში ვთამაშობდი. მეორე სპექტაკლი არის დოჩანაშვილის „ჰარალეთი“, რომელიც „თი-ბი-სი ბანკმა“ მხოლოდ იმიტომ დააფინანსა, რომ მე ვთამაშობდი. აი ასე მოიქცა ქეთი დოლიძე, თვითონ მომხსნა ყველა მოქმედი სპექტაკლიდან და თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მე ორი წელი სპექტაკლი არ მითამაშია“, – აცხადებს გია როინიშვილი.
როინიშვილი არ გამორიცხავს, რომ თუმანიშვილის სახელობის სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
„ალბათ კონსულტაციებს გავივლი იურისტთან და სარჩელს მოვამზადებ. თუ ასე პერმანენტულად გაგრძელდა მსახიობების განდევნა თეატრიდან, სარჩელს აუცილებლად შევიტან“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გია როინიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი გია როინიშვილი 30 წლის განმავლობაში თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. „კვირა“ საკითხთან დაკავშირებით რეჟისორ ქეთი დოლიძესაც დაუკავშირდა. თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები