მანანა კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აპოლიტიკური პირის დასახელებას მიესალმება

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აპოლიტიკური პირის დასახელებას მიესალმება. მისი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და მაღალი რანგის იურისტი უნდა იყოს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, ამ თანამდებობაზე არავის კანდიდატურა არ განხილულა.
„არც ერთ კანდიდატზე, რომელთა სახელებიც მედიით გაჟღერდა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მსჯელობა არ ყოფილა. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინოს“,- განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები