„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ბოლო ათი წლის განმავლობაში“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ბოლო ათი წლის განმავლობაში. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა. ჩემთან დაკავშირებით საკითხი არ იხილება, ვაპირებ, საქმიანობა გავაგრძელო პარლამენტში, რაც ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საქმედ მიმაჩნია. კარგი იქნება, შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც სრული პოლიტიკური კონსენსუსით იქნება მხარდაჭერილი. კარგი იქნება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, მთავრობის ჩართვით, წინმსწრებად გაიმართოს კონსულტაციები, რადგან კონსენსუსი იქნება აუცილებელი. წინასწარი კონსულტაციების გარეშე საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა რთული იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები