დედოფლისწყაროში 39 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ახმეტაში, ზემო ალვანში 39 წლის დავით ლაგაზიძემ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა.
ის ახლობლებმა ფერმაში გარდაცვლილი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.