კვიტაშვილისა და ზღულაძის მიმართ საქმე აღიძვრება?

კვიტაშვილისა და ზღულაძის მიმართ საქმე აღიძვრება?, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს, ალექსანდრე კვიტაშვილს და ეკა ზღულაძეს შეხება ჰქონდათ ისეთი ტიპის სახელმწიფო საიდუმლოებებთან, რომლის გადაცემა თუნდაც მეგობრული სახელმწიფოსთვის შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
„ვფიქრობ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმეები იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც სხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობების დაკავების მომენტში შეიძლება დააზარალონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უკრაინაში არიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე, შეხება ჰქონდათ ისეთი ტიპის სახელმწიფო საიდუმლოებებთან, რომლის გადაცემა თუნდაც მეგობრული სახელმწიფოსთვის შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომაც ამ კონტექსტში, ჩემი აზრით, გამოძიება დასაწყებია“, – ამბობს ნარჩემაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები