გოგა ონიანი შიმშილობას იწყებს
გოგა ონიანის ადვოკატის დავით დეკანოიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებს მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა. ადვოკატი ონიანს მოდულის შენობაში 3 საათის განმავლობაში ხვდებოდა.
ონიანს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და განზარახ უკანონო დაკავებას ედავება. გოგა ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს.