„ნაფიცი მსაჯულები არ გვჭირდება“

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოს რეალობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მოურგებელია“, – აღნიშნული განცხადება პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტი ვერ იმუშავებს, სოციალური მდგომარეობაა.
„ნაფიც მსაჯულად ყოფნის გამომრიცხავ გარემოებებში ბევრი რამ შედის. ეს იმდენად ავიწროებს წრეს, რომ სოციალურად იმგვარად დეგრადირებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, წარმოუდგენელია, ამ ინსტიტუტმა 100% -იანი გამართლებით იმუშაოს. ამით ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ არა მხოლოდ იმ პირის ბედს, ვის მიმართაც დგება ვერდიქტი, არამედ საერთოდ მართლმსაჯულების არსი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ ეს ინსტიტუტი გაუქმდება, ამით ქართული მართლმსაჯულება მოიგებს“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები