საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის “Charlie Hebdo” რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიგი გიგიაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ფრანგ ხალხს.
„ამ ურთულეს მომენტში ჩვენ ვუდასტურებთ სოლიდარობას ჩვენს ფრანგ მეგობრებს. ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 7 იანვარს, არის თავდასხმა იმ უმთავრეს ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. ეს იყო თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. ჩვენ ვართ “Charlie Hebdo”, – აღნიშნა გიგი გიგიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები