გიორგი ალიბეგაშვილმა საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო სამძიმარი გამოთქვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სახელით საფრანგეთში, Charlie Hebdo რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მანვე უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული ტერორისტული აქტი სიტყვის თავისუფლებისა და თანამედროვე ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა.
“Charlie Hebdo -ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ჟურნალისტების და სამართალდამცავების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოველთვის იბრძოლებს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ’’, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები