ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიაში, კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ლატვიაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის განვითარებზე საკუთარ ხედვებს და გეგმებს წარადგენს. ოფიციალური შეხვედრების დროს კი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საოქმედო გეგმის მიმდინარეობას გააცნობს.
„ლატვიის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ პრემიერის ყველა შეხვედრაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები